ფეხბურთელების კომენტარები
ფეხბურთელები დამწუხრებულები არიან იმით, რომ კარგი სეზონი ჩაატარეს, მაგრამ თასი ვერ მოიგეს.
ალბიოლი:
"რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რადგან ძალიან კარგი სეზონი ჩავატარეთ და ტიტული ვერ ავიღეთ. ამ სეზონში ბევრი ქულის დაგროვება მოვახერხეთ, მაგრამ გვქონდა ბევრი პრობლემა შემადგენლობასთან დაკავშირებით. გადამწყვეტ მომენტებში, ძირიტადი შემადგენლობის რამოდენიმე მოთამაშე გვაკლდა."
სერხიო რამოსი:
"უდიდესი სურვილი გვქონდა იმისა, რომ სეზონი ტიტულით დაგვესრულებინა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და შემდეგ სეზონში ახალი ძალებით დავიწყოთ ბრძოლა. "ბარსელონამ" წელს ესპანეთსი ყველას აჯობა და ისინი ნამდვილად იმსახურებდნენ ჩემპიონის წოდებას."
ესტებან გრანერო:
"მართალია იმდეგაცრუებულები ვართ, თუმცა ეს ჩვენი ბრალია და ამიტომ შემდეგი სეზონისთვის უნდა ვიფიქროთ. მწვრთნელი სულ გვერდში გვედგა და ჩვენს გამხნევებას ცდიობდა."
გარაი:
"არ შეიძლება "ბარსელონას" და მადრიდის "რეალის" შედარება. ისინი შეთამაშებულები არიან და კარგად ესმით ერთმანეთის. ჩვენმა გუნდმა კი პირველი სეზონი ჩაატარა და შეიძლება ითქვას, რომ ეს წელი წარმატებული გამოდგა. ფეხბურთელები მწვრთნელს გვერდში ვუდგავართ, რადგან მან წელს დიდი სამსახური გასწია ჩვენთვის."
- 17 მაი 2010
- 2 175
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.