„რეალმა“ „ნიუქასლისგან“ საოცნებო შეთავაზება მიიღო - პერესი თანახმაა!
მადრიდის „რეალი“ გარეთ ბეილის გაშვების წინადადებას უკვე დათანხმდა...
რამდენიმე ესპანური და ბრიტანული გამოცემა იუწყება, რომ „კაჭკაჭებმა“ მადრიდულ გიგანტს ბეილის სანაცვლოდ 50-იდან 60 მილიონ ევრომდე შესთავაზეს, რასაც ფლორენტინო პერესი უმალვე დათანხმდა.
ახლა „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობა თავად იმუშავებს იმაზე, რომ „ნიუქალის“ ოცნება აახდინოს და უელსელი მოთამაშე პრემიერლიგაში გადასვლაზე დაიყოლიოს.
„ნიუქასლი“ ბეილს ახალი პროექტის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრებს.
Bernabeudigital-ისა და FourFourTwo-ს ინფორმაციით, „ნიუქასლი“ მადრიდელ ფეხბურთელს კვლავ ასტრონომიულ ხელფასსა და მრავალწლიან კონტრაქტს შესთავაზებს და სწორედ ამით ეცდება მოთამაშის დაყოლიებას.
- 12 მაი 2020
- 2 132
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.