ხამეს როდრიგესის მომავალი კლუბი 80%-ით გადაწყდა!

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ხამეს როდრიგესის მომავალი 80%-ით გადაწყვეტილია, ის „რეალიდან“ წავა, თუმცა კარიერას დიდი ალბათობით ისევ ესპანეთის ლა ლიგაში განაგრძობს...

დიეგო სიმეონეს შარშანდელი ინტერესი არ განელებია. ჩოლოს სურს, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელი „როხიბლანკოს“ ღირსების დამცველი გახდეს და მოლაპარაკებებიც დაწყებულია.

Defensacentral-ის ინფორმაციით, ხამესი 80%-ით „ატლეტიკოელია“, ფლორენტინო პერესი ამ შემოთავაზებაზე უარს არ იტყვის. თავის მხრივ, ხამესიც თანახმაა, მადრიდში დარჩეს და უბრალოდ კლუბი შეიცვალოს.

ამის პარალელურად უნდა აღინიშნოს, რომ როდრიგესის მიმართ ინტერესი პრემიერლიგის რამდენიმე კლუბსაც აქვს.

  • Hala
  • 12 მაი 2020
  • 1 574
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2026 (78)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)