ვინისიუს ჟუნიორის ფიზიკური კონდიციები გამაოგნებელია
ვინისიუს ჟუნიორი ძალიან მონდომებული და მოტივირებულია...
თვითიზოლაციის პირობებში, ბრაზილიელ ფეხბურთელს ინდივიდუალური პროგრამა და დიეტა ჰქონდა დანიშნული, რაც ზედმიწევნით შეასრულა. მეტიც, ბრაზილიელი გადამეტებულად ვარჯიშობდა და შედეგიც სახეზეა.
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ვინისიუსის კუნთის მასა 20%-ზე მეტით არის გაზრდილი, მისი ფეხები ახლა გაცილებით ძლიერია, ვიდრე აქამდე, რაც თავდაუზოგავმა ვარჯიშმა და დიეტამ განაპირობა.
ვინის დღეში 4 საათზე მეტი სხვადასხვა სირთულის ვარჯიში უნდა შეესრულებინა, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, წინახაზელი დამატებით დატვირთვებსაც იღებდა და მისი ფიზიკური მაჩვენებლების ნახვის შემდეგ ზიდანი მართლაც გაოცებული იყო.
- 11 მაი 2020
- 2 923
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.