„რეალი“ ფეხბურთელთა ხელფასების კიდევ უფრო შემცირებაზე მსჯელობს
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს ხელფასები შესაძლოა კიდევ უფრო შეუმცირდეთ...
ამ ეტაპზე მოთამაშეთა შემოსავალი 10-იდან 20 პროცენტამდე არის შემცირებული, თუმცა შესაძლოა შემცირება 30%-მდე ავიდეს.
ამ ყველაფერს თავისი ობიექტური მიზეზები აქვს, რომელიც იმ კრიზისიდან გამომდინარეობს, რაც მთელ მსოფლიოშია დაფიქსირებული.
ბერნაბეუს რეკონსტრუქცია, სატრანსფერო პოლიტიკა, მიმდინარე ხარჯები, სპონსორებთან პრობლემები და კიდევ ბევრი მიზეზი იძლევა იმის საფუძველს, რომ ხელფასები შემცირდეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით „ბლანკოსში“ გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ.
- 10 მაი 2020
- 1 653
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.