ვან დერ საარი:„ვან დე ბეეკი მიდის!“
„აიაქსის“ სპორტულმა დირექტორმა, ედვინ ვან დერ საარმა ვან დე ბეეკის წასვლა დაადასტურა...
„სეზონის ბოლოს დონი ვან დე ბეეკი მიდის. ამის დადასტურება ახლაც შემიძლია.“
„ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ჰოლანდიელ ფეხბურთელსა და მის არჩევანს.“
„დიახ, ახლა კორონავირუსული ინფექციიდან გამომდინარე, ფეხბურთელთა ფასები შემცირდება, ვინაიდან ყველას ეკონომიკური კრიზისი აქვს, თუმცა ჩვენ დონის ნახევარფასად გაყიდვას არ ვგეგმავთ. იცით რატომ? იმიტომ, რომ დღესდღეობით ვან დე ბეეკი საკუთარ პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ჩამოყალიბდა, რომელსაც უკვე დიდი გამოცდილება დაუგროვდა და ნებისმიერი კლუბის ლიდერობისთვის მზად არის.“
„ვან დე ბეეკი 150 და 200 მილიონი ევრო არ ღირს, ამ თანხაზე არავინ წამოვა, თუმცა მისი ფასი საკმაოდ სოლიდურია.“
- 9 მაი 2020
- 1 200
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.