ძალიან დიდი ცვლილება ფეხბურთში - გადაწყვეტილება მიღებულია!
„ფიფამ“ ოფიციალურად დაადასტურა საკუთარი გადაწყვეტილება, რომელიც ფეხბურთში ცვლილებების რაოდენობის გაზრდას უკავშირდება.
დამტკიცდა პაკეტი, რომელიც თითო მატჩში 3-ის ნაცვლად 5 ცვლილებას ითვალისწინებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა გაიზიარონ აწ უკვე განახლებულმა და გასაახლებელმა ჩემპიონატებმა სეზონის ბოლომდე.
ნებისმიერი ჩემპიონატის ხელმძღვანელობას შეუძლია, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაზე უარი თქვას და ცვლილებების რაოდენობა საკუთარ ჩემპიონატში გაზარდოს.
„ფიფა“ იუწყება, რომ ამ ნაბიჯით თავიდან აიცილებს ფეხბურთელთა გადაღლისა და ტრავმების მიღების რისკს, ვინაიდან სეზონი ფორს-მაჟორულ სიტუაციაში უნდა განახლდეს, რაც თავისთავად მოიცავს გარკვეულ რისკებს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილება მხოლოდ 2019/20 წლების სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში და არ გავრცელდება მომდევნო სეზონზე.
- 8 მაი 2020
- 3 246
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.