ლა ლიგის წარმომადგენლობის განცხადება!
გავრცელებული ინფორმაციით, ლა ლიგა 20 ივნისს დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება, მაგრამ ლა ლიგის წარმომადგენლობა განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს...
ჩემპიონატის დაწყება გეგმის მიხედვით 20 ივნისს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია და გავრცელებული ინფორმაციები დაზუსუტებულ თარიღთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ეტაპამდე ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
სანამ ყველა დასკვნა არ იქნება დადებული და არ გვექნება მიღებული უფლებამოსილება ჩემპიონატის კონკრეტულ თარიღში განახლებასთან დაკავშირებით. ვერანაირ თვეს და რიცხვს ვერ დავადასტურებთ.
შეგახსენებთ, გუშინ „ლეგანესის“ თავკაცმა, ხავიერ აგირემ განაცხადა, რომ ქომაგებს ესპანეთის ჩემპიონატის ხილვის საშუალება 20 ივნისიდან ექნებათ.
- 8 მაი 2020
- 1 901
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.