„ლაიფციგი“ უპამეკანოს სანაცვლოდ 40 მილიონს ითხოვს
Manchester Evening News-ის ინფორმაციით, უპამეკანოსთვის ბრძოლას „ბაიერნი“ გამოეთიშა და ახლა მთავარი კონკურენტები მანჩესტერ „იუნაიტედი“ და „რეალი“ იქნებიან...
ამ ეტაპზე „ბაიერნის“ სრული ყურადღება ლეროი სანეს ძვირადღირებულ ტრანსფერზეა გადართული. არაერთი ავტორიტეტული გამოცემის ინფორმაციით, შეთანხმება უკვე არსებობს და სანეს ბუნდესლიგაში სულ მალე დაბრუნდება, მიუნხენური გიგანტი კი საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსს გაიღებს.
დაიოტის დამატებაზე ახლა „რეკორდმაისტერი“ ვეღარ ფიქრობს, ვინაიდან ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე დიდი რესურსი აღარ დარჩება. ახლა უპამეკანოსთვის „იუნაიტედი“ და „რეალი“ იბრძოლებენ.
„ბილდ“-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესს „ლაიფციგმა“ 40 მილიონი ევრო მოსთხოვა. ამასთანავე ცნობილია, რომ ახალგაზრდა უკანახაზელი ზინედინ ზიდანს ძალიან მოსწონს და თვლის, რომ მასში აღნიშნული თანხის გადახდა აუცილებელია.
- 8 მაი 2020
- 1 025
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.