საბოლოო უარი სერხიო რამოსისგან - „რეალმა“ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს!
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, სერხიო რამოსსა და „ბლანკოსს“ შორის უთანხმოება...
სულ რაღაც 1 წელიწადში კაპიტანს გუნდთან კონტრაქტი ეწურება. ფლორენტინო პერესმა უკვე შექმნა პროექტი, რომელიც არსებული ხელშეკრულების 1 წლით გახანგრძლივებას ითვალისწინებს, თუმცა შეთანხმება ამ საკითხზე უკვე რამდენიმე თვეა ვერ შედგა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ საწვრთნელ ბაზაზე დაბრუნებისას და ტესტირების გავლისას, კაპიტანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. რამოსს კონტრაქტის გახანგრძლივება 2 წლით სურს. სერხიოს მიზანი „ბლანკოსში“ არა 1 წლით, არამედ 2 წლით დარჩენაა.
თუ „ბლანკოსი“ კაპიტანის წინადადებას დათანხმდება, ის გუნდში 2023 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ამ დროისთვის უკანახაზელი უკვე 37 წლის იქნება და დიდი ალბათობით კარიერის დასრულებაზეც იფიქრებს.
- 8 მაი 2020
- 3 271
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.