„სანტოსის“ პრეზიდენტი:„როდრიგოში „ბარსელონა“ 29 მილიონს იხდიდა“
„სანტოსის“ მმართველმა, ხოსე კარლოს პერესმა როდრიგო გოეშის „რეალში“ ტრანსფერზე ისაუბრა.
„ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ „ბარსელონა“ 29 მილიონ ევროს გვთავაზობდა. ასევე შეთახნების შემთხვევაში დაიგეგმებოდა ამხანაგური დაპირისპირება, საიდანაც შემოსავალი 4.5 მილიონ ევროს შეადგენდა. კატალონიური მხარე მზად იყო, სრული თანხა ჩვენთვის დაეთმო.“
„საბოლოო ჯამში გოეშმა „ბლანკოსი“ აირჩია და დარწმუნებული იყო, რომ მადრიდში წასვლა მისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება.“
„ჩვენ არ შევეწინააღმდეგეთ გოეშის პოზიციას და მოთამაშეს არჩევანის გაკეთების საშუალება მივეცით.“
- 7 მაი 2020
- 1 288
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.