რობენი:„„რეალში“ პირდაპირ მითხრეს, რომ ჩემი საჭიროება აღარ იყო“
არიენ რობენმა მადრიდის „რეალიდან“ „ბაიერნში“ ტრანსფერი გაიხსენა...
„ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი „რეალიდან“ „ბაიერნში“ გადასვლით გადავდგი, ვინაიდან მიუნხენში საოცარი წლები გავატარე და ყველაზე ბედნიერი სწორედ „რეკორდმაისტერის“ რიგებში გახლდით, თუმცა მოვლენები სხვაგვარადაც შეიძლებოდა განვითარებულიყო.“
„მე „ბლანკოსის“ ლიდერი ვიყავი მაშინ, როდესაც გუნდში ფლორენტინო პერესი მოვიდა და ახალი სატრანსფერო კამპანია წამოიწყო. „რეალს“ ბევრი ვარსკვლავი შემოემატა, თუმცა ვთვლიდი, რომ მათთან ერთად დიდ გუნდს ავაშენებდი.“
„ერთ-ერთ დღეს ოფისში დამიბარეს და მითხრეს, რომ გუნდში ჩემი საჭიროება აღარ იყო და „რეკორდმაისტერიდან“ არსებობდა საკმაოდ საინტერესო შემოთავაზება, რომელზეც დათანხმების შემთხვევაშიც, „ბლანკოსი“ მიუნხელებთან მოლაპარაკებას წარმატებით დაასრულებდა.“
„სიმართლე გითხრათ, გადაწყვეტილება 5 წუთში მივიღე. ვერ დავრჩებოდი იქ, სადაც მითხრეს, რომ ჩემი საჭიროება არ არსებობდა. მაშინვე დავთანხმდი. ეს რომ არ მომხდარიყო, „მერენგების“ რიგებიდან წასვლას არ ვაპირებდი.“
- 7 მაი 2020
- 3 040
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.