ედუ აგირე:„თუ ლა ლიგა არ განახლდება, „ბარსას“ ჩემპიონობა გარდაუვალია“
ესპანელმა მიმომხილველმა, ედუარდო აგირემ სატელევიზიო ჩართვაში ლა ლიგის შესაძლო სცენარებზე ისაუბრა...
„ყველა მივესალმებით ჩემპიონატის განახლებას. ეს იქნება კარგი, როგორც თავად ლა ლიგისთვის და მისი ფინანსური სტაბილიზაციისთვის, ასევე კლუბებისთვის და ქომაგებისთვის, რომლებსაც ძალიან მოენატრათ ფეხბურთი.“
„თუკი ჩემპიონატი არ განახლდება, „ბარსელონას“ ჩემპიონობას წინ ვეღარაფერი აღუდგება. 27 ტურის შემდეგ ყველაზე მეტი ქულა სეტიენის გუნდს აქვს მოგროვებული. მე რა რომ წინ 11 ტურია? ამაში დამნაშავე კატალონიური კლუბი არ არის და კანონზომიერი იქნება, თუ თასს იმ კლუბს გადასცემენ, რომელსაც შეწყვეტილი ჩემპიონატის პირობებში ყველაზე მეტი ქულა აქვს მოგროვებული.“
- 7 მაი 2020
- 1 188
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.