ზიდანი:„წონა არის კომპონენტი, რომელსაც ყოველთვის ვაკონტროლებ“
ზინედინ ზიდანის აზრით, ფიზიკურ მომზადებას დღევანდელ ფეხბურთში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს...
„პირველ რიგში რასაც გავაკეთებ, ფეხბურთელთა წონის კონტროლია. ჩვენ დისტანციურ რეჟიმზე ყოფნის დროს ყველა შეგირდის მონაცემები გვქონდა, ახლა კი კონტროლის მექანიზმები უფრო ეფექტური და მრავალფეროვანი იქნება. „რეალის“ ვერცერთი ფეხბურთელი ვეღარ გააკეთებს იმას, რომ თუნდა 2 კილოგრამით მეტს იწონიდეს.“
„როდესაც ფეხბურთელი ვიყავი ამ კომპონენტს დიდ ყურადღებას ვაქცევდი, ანალოგიურს ვაკეთებ ახლაც. დიახ, მოედანზე აღარ გავდივარ სათამაშოდ, მაგრამ ვცდილობ, რომ ფორმაში ვიყო.“
„თუნდაც მცირე მატება მოთამაშეს ფორმიდან აგდებს და სისწრაფეს აკარგინებს. საჭიროა მაქსიმალური კონცენტრაცია და მობილიზება. „რეალის“ ყველა ფეხბურთელი სეზონის განახლებას მოწოდების სიმაღლეზე უნდა შეხვდეს.“
- 7 მაი 2020
- 1 409
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.