ზიდანი დე ბრუინს მოდრიჩის იდეალურ შემცვლელად მიიჩნევს
ლუკა მოდრიჩის მომავალი ჯერ კიდევ ბურუსით არის მოცული, თუმცა არ არის გამორიცხული, ხორვატმა ფეხბურთელმა „ბლანკოსი“ ზაფხულში“ დატოვოს...
ზინედინ ზიდანი ალტერნატივას ეძებს. გუნდში არის ფედე ვალვერდე, თუმცა აუცილებელია რესურსის გაზრდა, ვინაიდან ლუკიტა ძალიან დიდი მასშტაბის ფეხბურთელია.
კევინ დე ბრუინთნ დაკავშირებით არაერთი საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება. ერთი რამ ფაქტია, ბელგიელი მოთამაშე ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის სურვილს გამოთქვამს, „სიტის“ კი მომდევნო 2 წლის განმავლობაში ამის უფლება არ ექნება, რაც საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს ქმნის.
Defensacentral-ის და კიდევ რამდენიმე გამოცემის ინფორმაციით, „რეალი“ მანჩესტერში განვითარებულ მოვლენებს ინტენსიურ აკვირდება და თუ დე ბრუინი წასვლას გადაწყვეტს, ფლორენტინო პერესი ამ ფეხბურთელს არავის დაუთმობს, ვინაიდან იცის, რომ ზიდანი ნახევარმცველში მოდრიჩის იდეალურ შემცვლელს ხედავს.
მიუხედავად იმისა, რომ კევინი პატარა ბიჭი არ არის, ეჭვი არავის ეპარება, რომ ის „ბლანკოსში“ გადასვლის შემთხვევაში 4-5 წლის განმავლობაში უმაღლეს დონეზე თამაშს შეძლებს და გუნდის შუა ხაზს ტონი კროოსთან ერთად კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.
- 7 მაი 2020
- 1 132
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.