კულიბალის სანაცვლოდ „რეალი“ 45 მილიონზე მეტს არ გადაიხდის
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, მადრიდის „რეალს“ ნაპოლის მცველი, კალიდუ კულიბალი არ დავიწყებია.
ფლორენტინო პერესი ზაფხულში აქტიურობის განახლებას გეგმავს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მაქსიმალური თანხა, რომელსაც „მერენგები“ უკანახაზელის სანაცვლოდ გადაიხდიან 45 მილიონი ევროა.
„ბლანკოსს“ კულიბალის გარდა კლოსტერმანსა და უპამეკანოსაც უკავშირებენ. ორივე მოთამაშე გერმანიის ბუნდესლიგაში გამოდის და საკმაოდ კარგ პერსპექტივას ფლობს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ „ნაპოლიმ“ შეთავაზება „ლივერპულისგანაც“ მიიღო, რომელიც მზად არის, იტალიურ კლუბს ლოვრენი და გარკვეული თანხა დაუთმოს.
- 6 მაი 2020
- 1 023
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.