„რეალი“ ვალდებებასზეა!
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები დილიდან ვალდებებასის საწვრთნელ ბაზაზე არიან...
მოთამაშეებს ეტაპობრივად უტარდებათ ტესტი კორონავირუსზე.
მას შემდეგ, რაც ყველა დარწმუნდება, რომ სრულიად ჯანმრთელია, გუნდი ვარჯიშის უფლებას მიიღებს.
ამ წუთისთვის რამდენიმე მოთამაშემ ტესტირება უკვე გაიარა, დღის ბოლომდე კი ყველა მონაცემი გახდება ცნობილი.
არ არის გამორიცხული, ზიდანმა სესიები ამ კვირის ბოლომდე დაიწყოს.
სამეფო კლუბის ბაზაზე საჭირო ინფრასტრუქტურა უკვე მოწყობილია, რომელიც ვარჯიშის მკაცრ პროტოკოლს ითვალისწინებს. მოთამაშეები ერთმანეთისგან იზოლირებულად, მაქსიმალური დატვირთვით დაიწყებენ ვარჯიშს.
- 6 მაი 2020
- 853
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.