The Telegraph - „არსენალს“ ფინანსური კრიზისი აქვს და სებალიოსს ვერ გამოისყიდის!
ბრიტანული The Telegraph იუწყება, რომ ლონდონის „არსენალში“ სერიოზული ფინანსური კრიზისი დაიწყო და არ არის გამორიცხული, კლუბმა ფეხბურთელები საერთოდ ვერ იყიდოს.
არსებული კრიზისი მადრიდის „რეალსაც“ დაუკავშირდება, ვინაიდან „მეთოფეები“ დანი სებალიოსის გამოსყიდვას ვერ მოახერხებენ.
ფლორენტინო პერესი ესპანელ ნახევარმცველს 40 მილიონ ევროდ აფასებს, ეს თანხა კი ლონდონელთათვის ამ ეტაპზე ძალიან დიდია.
მიკელ არტეტა წამსვლელ ფეხბურთელთა სიას დღემდე აყალიბებს. „არსენალი“ გადარჩენას სწორედ რამდენიმე მოთამაშის გაშვებით გეგმავს.
- 6 მაი 2020
- 630
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.