ლუკა იოვიჩს „მილანს“ უკავშირებენ
„მილანი“ ფორვარდის ძიებაშია. იტალიური კლუბი არაერთი ვარიანტს განიხილავს, ერთ-ერთი კანდიდატი კი სერბი ფორვარდი, ლუკა იოვიჩია...
„როსონეროს“ სამეფო კლუბისთვის არ მიუმართავს და არც დეტალები ცნობილია, თუმცა იტალიაში ბევრი გამოცემა წერს არსებულ ინტერესზე.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ იოვიჩმა სოციალურ ქსელში „მილანის“ ოფიციალური გვერდის გამომწერი გახდა.
სამეფო კლუბი სერბი ფორვარდის დათმობის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას მოითხოვს, სხვა შემთხვევაში პერესი მის გასხვისებაზე არ დათანხმდება.
- 6 მაი 2020
- 575
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.