მბაპე მისი გამოსასყიდი თანხის 222 მილიონ ევრომდე შემცირებას ითხოვს
კილიან მბაპე „პსჟ“-ს კარს არ უხურავს, თუმცა საკუთარი პირობები აქვს...
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმაცია დადასტურებული არ არის, თუმცა ბევრი ავტორიტეტული გამოცემა იუწყება, რომ კილიანი პარიზულ მხარეს ახალ კონტრაქტზე თანხმობას უცხადებს, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი პირობაა დასაკმაყოფილებელი.
ახალი ხელშეკრებულების მიხედვით, კილიანის გამოსასყიდი თანხა მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს და ღირებულებამ 222 მილიონი ევრო უნდა შეადგინოს. ეს სწორედ ის თანხაა, რომლის სანაცვლოდაც ალ ჰელაიფის წარმომადგენლებმა ნეიმარი „ბარსელონადან“ პარიზში წაიყვანეს.
ამ ნაბიჯით, მბაპე დაიტოვებს უფლებას, მსურველი კლუბის მხრიდან 222 მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში, არჩევანი თავად გააკეთოს და თუ მოისურვებს კლუბი შეიცვალოს.
შეთანხმების შემთხვევაში ხელი მოეწერება 6 წლიან ხელშეკრულებას, სადაც მნიშვნელოვნად გაზრდილი იქნება მსოფლიო ჩემპიონის ხელფასიც, თუმცა „რეალის“ მხრიდან 222 მილიონის გადახდისა და კილიანის თანხმობის შემთხვევაში, ზიდანის ოცნების ახდენას ვერცერთ ეტაპზე ვერაფერი აღუდგება წინ.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
- 6 მაი 2020
- 7 549
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.