„ატლეტიკომ“ ხამესის მიმართ ინტერესი განაახლა
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „ატლეტიკო“ ზაფხულში ხამეს როდრიგესის შეძენით კვლავ დაინტერესდება.
როგორც სჩანს, დიეგო სიმეონეს სამხრეთ-ამერიკელი ფეხბურთელი მოსწონს და თვლის, რომ ის „ატლეტიკოს“ გამოადგება.
ხამესს „როხიბლანკოს“ გარდა ძალიან ბევრი ვარიანტი აქვთ, მათ შორის უმეტესობა ინგლისზე მოდის.
სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას კოლუმბიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს მიღება აქვს დაგეგმილი.
ისიც ცნობილია, რომ როდრიგესს ზიდანისგან მწვანე შუქი აქვს ანთებული, ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტის გეგმებში „მერენგების“ მე-16 ნომერი დიდი ხანია აღარ შედის.
- 5 მაი 2020
- 703
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.