მბაპე ჯერ კიდევ „რეალს“ ელოდება
კილიან მბაპესა და „პსჟ“-ს შორის ახალ კონტრაქტზე საუბარი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც კორონავირუსული ინფექციის განვითარების გამო, სატრანსფერო ბაზარზე სიტუაცია რადიკალურად იცვლება...
კილიანს იმედი ჰქონდა, რომ „ბლანკოსი“ მის ყიდვა 2020-ში შეძლებდა, მაქსიმალური ვადა კი 2021 წელი იქნებოდა.
ამ ყველაფრის ფონზე ყველა კლუბს ფინანსური კრიზისი დაეწყო, რაც მომენტალურად აისახება ფეხბურთელების ფასებზე.
„ას“-ის ინფორმაციით, „რეალი“ ფრანგში ასტრონომიულ თანხას ვეღარ გადაიხდის, „პსჟ“ კი მას შედარებით დაბალ ფასად არ შეელევა.
ამ შემთხვევაში მბაპე გაურკვეველ სიტუაციაშია და არ იცის როგორ იმოქმედოს. თუ ის „პსჟ“-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე კვლავ უარს იტყვის, ადგილობრივ კლუბთან ურთიერთობა ძალიან გაუფუჭდება, პარალელურად კი „რეალისგან“ ვერანაირ მხარდაჭერას ვერ მიიღებს.
„ას“ იუწყება, რომ მბაპეს ჯერ კიდევ „ბლანკოსის“ იმედი აქვს და პარიზულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. თუ ფლორენტინო პერესი არ გააქტიურდება და ბიუჯეტიდან დიდ თანხას არ გამოყოფს ტრანსფერის დასასრულებლად, ფრანგი მსოფლიო ჩემპიონის „პსჟ“-სთან კონტრაქტის განახლების შანსი უკვე მართლაც გაიზრდება.
როგორც ვხედავთ, ყველაფერი ბურუსით არის მოცული. ესპანურ და ზოგადად ევროპულ პრესაში მბაპეს „რეალში“ ტრანსფერთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ინფორმაცია იწერება, თუმცა ყველაფერს ალბათ სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობს გვიჩვენებს.
- 5 მაი 2020
- 3 272
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.