კარლოსი:„ახალგაზრდა ბრაზილიელების განვითარებაზე პირადად ვიზრუნებ“
რობერტო კარლოსი ვინისიუსთან, როდრიგო გოეშთან და რეინიერ ჟესუსთან ბევრ მუშაობას გეგმავს...
„ვინისიუსმა უკვე ძალიან ბევრს მიაღწია. მისი ჩატარებული მატჩების რაოდენობა მართლაც შთამბეჭდავია. ვინიმ იმდენი ქნა, რომ ეროვნულ ნაკრებშიც მოხვდა.“
„როდრიგომ საკუთარი სიმშვიდითა და შრომით ზიდანს დაუმტკიცა საკუთარი კლასი. ერთ ეტაპზე გოეში მუდმივად სასტარტოში ხვდება, ის ძალიან პერსპექტიულია.“
„სამწუხაროდ, რეინიერის გადმოსვლის შემდეგ სეზონი შეწყდა და ბრაზილიელმა საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა ვერ მოასწრო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მან „კასტილიაში“ ძალიან ეფექტური ფეხბურთი აჩვენა.“
„პირადად ვიზრუნებ, რომ ბრაზილიელი ახალგაზრდების მადრიდული ცხოვრება ბედნიერი იყოს, მათთან ბევრს ვიმუშავებ.“
- 5 მაი 2020
- 1 152
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.