„რეალმა“ იოვიჩი გამოიძახა
ლუკა იოვიჩი არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც კარანტინს ესპანეთს გარეთ გადიოდა.
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, „რეალმა“ იოვიჩი გამოიძახა, რაც ვარჯიშის განახლებას უკავშირდება.
რამდენიმე დღეში „ბლანკოსის“ სრული შემადგენლობა კორონავირუსის ტესტს ჩაიტარებს, რის შემდეგაც გუნდი სესიების განახლების უფლებას მიიღებს.
მომდევნო კვირაში ცნობილი გახდება ზიდანის სამოქმედო გეგმა, რომელიც მაისში გატარდება.
- 4 მაი 2020
- 1 293
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.