თუ დე ბრუინი „სიტიდან“ წასვლას გადაწყვეტს, „რეალი“ საქმეში ჩაერთვება
კევინ დე ბრუინი „სიტიში“ არსებული მდგომარეობით ძალიან უკმაყოილოა. ბელგიელმა ფეხბურთელმა ხმამაღლა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის 2 წლიანი აკრძალვა მისთვის კოშმარია...
ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, ზაფხულში კევინი „სიტიდან“ წასვლის საკითხს განიხილავს.
თუ ბელგიელი პრემიერლიგის დატოვებას გადაწყვეტს, „რეალი“ საქმეში ჩაერთვება და ყველაფერს გააკეთებს დე ბრუინის დასამატებლად.
მადრიდში მიაჩნიათ, რომ „სიტის“ ლიდერი „მერენგების“ რიგებში ლუკა მოდრიჩს იდეალურად ჩაანაცვლებს და ამ მხრივ ზიდანს საფიქრალი აღარ ექნება.
- 4 მაი 2020
- 1 034
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.