პიკემ ბერნაბეუზე დაფიქსირებული 2-6 გაიხსენა და კასილიასგან პასუხი მიიღო
ჟერარ პიკემ სოციალურ ქსელში სანტიაგო ბერნაბეუზე გამართული მატჩი გაიხსენა, სადაც „რეალმა“ „ბარსელონასთან“ საზარელი მარცხი განიცადა ანგარიშით 2-6.
„ბარსელონას“ უკანახაზელმა განათავსა ვიდეო სათაურით - „11 წელი“.
ამ „პოსტზე“ იკერ კასილიასის პასუხმა არ დააყოვნა, „რეალის“ ლეგენდამ პიკეს შემდეგნაირად უპასუხა - „11+2=13“. ამ პასუხით იკერმა „ბლანკოსის“ მიერ ჩემპიონთა ლიგის თასების რაოდენობა აღნიშნა.
აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
- 3 მაი 2020
- 2 160
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.