ლუკას ვასკესი:„ხელფასის შემცირების შესახებ რამოსმა განგვიცხადა“
ლუკას ვასკესმა „მარკასთან“ ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.
„ფეხბურთს ბედნიერება მოაქვს. თითოეული მატჩი გულშემატკივრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ დროს ყველა ფეხბურთზე ფიქრობს და არა არსებულ ვირუსზე, რომელმაც ხალხს ფსიქიკა დაურღვია და ძალიან ბევრი ოჯახი დააზიანა. პირველ რიგში საჭიროა ჯანმრთელობა, მაგრამ თუ უსაფრთხოების ნორმები მკაცრად იქნება დაცული, ჩვენ შევძლებთ მწვანე მინდორზე თამაშს.“
„დი სტეფანოზე თამაში? ეს უჩვეული ამბავი იქნება. ზოგადად, ცარიელი ტრიბუნების წინ ასპარეზობა მარტივი არ არის, თუმცა ამასაც აქვს დადებითი ნიუანსები. მწვრთნელის ხმას უკეთ გესმის, ხოლო სავსე ტრიბუნებზე ხშირად უნდა მიირბინო მასთან, რათა გაიგოს რას ამბობს.“
„ხელფასის შემცირების შესახებ სერხიო რამოსისგან გავიგეთ. ის ჩვენი კაპიტანია და მოგვიწოდა, რომ გაგებით მოვკიდებოდით არსებულ სიტუაციას და გაგვეთავისებინა პრობლემები, რომელიც გუნდში იყო. ჩვენი ერთი ოჯახი ვართ და უყოყმანოდ დავთანხმდით არსებულ ინიციატივას.“
„ესპანეთი ევროპის მასშტაბით ლიდერია. კორონავირუსმა ყველაზე დიდი ზიანი სწორედ ჩვენს ქვეყანას მიაყენა, მაგრამ არსებული დინამიკა დამაიმედებელია, პიკმა გადაიარა და ახლა ციფრები დაბლა იწევს. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ერთმანეთი მოგვენატრა, სულ ერთად ვიყავით, ახლა კი იზოლირებულები ვართ.“
„ჩემი ოცნება „რეალში“ კარიერის დასრულებაა, თუმცა ფეხბურთში მოულოდნელი არაფერია, ამიტომ არაფერს გამოვრიცხავ. ვთვლი, რომ მებრძოლი ფეხბურთელი ვარ, რომელსაც შეუძლია ბევრი გამოწვევა მიიღოს. ლა ლიგა ჩემთან ყველაზე ახლოს არის.“
„ზიდანი პირდაპირი ადამიანია, ის ყველასთან აფიქსირებს საკუთარ აზრს და თითოეულ ფეხბურთელს ეუბნება, როგორც დადებით, ასევე უარყოფით შეფასებას.“
„„რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა რამდენჯერმე მაქვს მოგებული, ეს არის საოცარი გრძნობა. არასდროს მავიწყდება „ატლეტიკოსთან“ შესრულებული პენალტი. მაშინ დიდი ემოციური შემოტევა მქონდა.“
- 3 მაი 2020
- 1 418
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.