Daily Mirror - „რეალი“ პოგბას სანაცვლოდ 75 მილიონზე მეტს არ გადაიხდის!
Daily Mirror-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ მანჩესტერ „იუნაიტედს“ მალე ოფიციალურად მიმართავს...
სამეფო კლუბს სურს არსებული ვითარების სათავისოდ გამოყენება და პოლ პოგბას 75 მილიონ ევროდ გაფორმება. არსებული ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, ფეხბურთელთა ფასები მნიშვნელოვნად შემცირდება და რა თქმა უნდა გარემოება „იუნაიტედზეც“ გავრცელდება.
პოგბას კონტრაქტი „იუნაიტედთან“ უკვე მალე ეწურება, აქედან გამომდინარე, ინგლისელები არსებულ წინადადებებს განიხილავენ.
პოლი, რომელიც თუნდაც ერთი წლის წინ 150 მილიონ ევრომდე ღირდა, ახლა განახევრებულ ფასს იდებს და „რეალი“ 75 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს.
ამასთანავე Daily Mirror იუწყება, რომ ასპარეზზე „იუვენტუსიც“ არის გამოსული და ფრანგის დამატებას ცდილობს.
- 3 მაი 2020
- 781
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.