დე ბრუინი:„არ ვიცი რა მოხდება, ჩემთვის ლიგის გარეშე ყოფნა ურთულესია“
კევინ დე ბრუინს მადრიდის „რეალს“ და რამდენიმე კლუბს უკვე დიდი ხანია უკავშირებენ, მაგრამ „სიტი“ მის გაშვებას არ გეგმავს. ამ ეტაპზე ბელგიელის განცხადებებმა მანჩესტერული მხარე ააღელვა...
„არ ვიცი რა მოხდება, ჩემთვის 2 წელი ჩემპიონთა ლიგის გარეშე ძალიან სტრესული იქნება.“
„ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ამ ეტაპზე საერთოდ არ ვფიქრობ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ახალი გამოწვევა მივიღო.“
„„რეალის“ და სხვა კლუბების ინტერესი ნამდვილად დასაფასებელია, მაგრამ კონტრაქტთან დაკავშირებით საუბარი არავისთან მქონია.“
„ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ არსებული რეალობა გამოსწორდეს და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ.“
„რობერტო მარტინესი გენიალური მწვრთნელია, მას დაწყებული საქმე ბოლომდე ჯერ არ მიუყვანია. რობერტოს ნამდვილად აქვს ის გამოცდილება, რომელიც საბოლოო წარმატებამდე მიიყვანს ეროვნულ ნაკრებს.“
- 3 მაი 2020
- 1 021
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.