ორი სასწაული ორი დასაფლავების თავიდან ასაცილებლად.

დღეს "მადრიდის რეალმა" თავის მხრივ აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ქონდეს "ვალიადოლიდის" იმედი. დღეს, შესაძლოა პელეგრინი ბოლოჯერ დაჯდეს თეთრების მწვრთნელისთვის განკუთვნილ სკამზე. დღეს , გუტი საბოლოოდ დაემშვიდობება ლა ლიგას.

თავიდანვე მინდა ცოტა რამ ვთქვა დღევანდელ ჩვენს მეტოქეზე:

სრული სახელი: Málaga Club de Fútbol, S.A.D.

ზედმეტსახელი: "ანჩოსები"

დაარსების წელი: 1948 (როგორც კლუბი Atlético Malagueño)

საშინაო სტადიონი: ლა როზალედა, მალაგა, ანდალუზია, ესპანეთი

ტევადობა: 28 963

ხელმძღვანელი: ფერნანდო სანსი

მთავარი მწვრთნელი: ხუან რამონ მუნისი

მიღწევები: არც ისე ბევრი


დღეს ძალიან დაძაბული დღეა პრიმერა დივიზიონში, ეხლა არ თქვათ ასე არ არისო. მერე რა , რომ "ბარსელონა" "ვალიადოლიდს" ხვდება ამ "მადრიდის რეალი" "მალაგას". "მალაგა" და "ვალიადოლიდი" ორივე იმსახურებს პატივისცემას, ეს ის კლუბები არიან, რომლებსაც დღევანდელ თამაშში დასაკარგი არაფერი აქვთ, ვინაიდან ორივე მათგანი გასავარდნ ზონაში არიან მოხვედრილები, მათ თანაბარი 36-36 ქულები დაუგროვდათ, შესაბამისად დღევანდელ თამაშში თითოეულ მათგანი ძალიან მოტივირებულ გამოვა მოედანზე.

სრულიად საპირისპირო სიტუაციაა მეორე მხარეს, "ბარსელონა" და "მადრიდის რეალი" ჩემპიონობისთვის იბრძვიან. დღეს კატალონიელებს მოგება ჭირდებათ იმ შემთხვევაში თი "თეთრებიც" მოახერხებენ სამი ქულის აღებას. გახდება თუ არა "ბარსელონა" ჩემპიონი, ეხ მხოლოდ ამ კლუბზეა დამოკიდებული და არა რომელიმე სხვა, ხოლო რაც შეეხება "მადრიდის რეალს" , ამშემთხვევაში იგ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ვერ იქნება. მათ მხოლოდ სამი ქულის მოპოვება როდი უშველით. დღეს "ბლანკოსებს" "ვალიადოლიდის" იმედი უნდა ქონდეთ... სასაცილოა , მაგრამ ასეა და რას იზამ..

მოკლედ, ასეა თუ ისე, სამწუხაროდ, თუ სასიხარულოდ, ლა ლიგა დღეს მთავრდება, დღეს ლა ლიგას ერთი გამარჯვებული ეყოლება, არ აქვს მნიშვნელობა გათეთრდება თუ არა ლა ლიგა წლევანდელ წელს, თუ კვლავ გალურჯ–გაწითლებული დარჩება, ლა ლიგას წელს ღირსეული მეფე ეყოლება. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ წლევანდელ ლა ლიგაში მხოლოდ ორ კლუბს შორის მიმდინარეობდა ბრძოლა და შესაბამისად ნაკლებ მიმზიდველი იყო (ამაზე სტატიაც დავწერე და მსურველს შეუძლია წაიკითხოს დუოპოლიური ბაზარი სახელად “ლა ლიგა“ ). ~

როგორც "ბლანკოსების" გოლკიპერი ამბობს, "რეალმა" დღეს "მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იფიქროს, ნაკლები ყურადღება უნდა დავუთმოთ იმას, თუ რა ხდება "კამპ ნოუზე". პირველ რიგში ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ."

კატალონიელები, როგორც მოგეხსენებათ ერთი ქულით უსწრებენ "მადრიდის რეალს" და შესაბამისად მათ ფრედ თუ ითამაშეს, ხოლო "რეალმა" საკუთარი თამაში მოიგო, მაშინ "თეთრები" შეძლებენ ჩემპიონის ტიტულის დაუფლებას.

კასილასმა განაცხადა: "რაც ყველაზე მთავარია, ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდა. მდგომარეობა ყოველ წუთს შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ "მალაგას" დამარცხებაზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენ მთლიანად "ლა როსალედაზე" უნდა მოვახდინოთ კონცენტრირებაროცა თამაშს დავამთავრებთ, მხოლოდ მაგის შემდეგ გავარკვევთ, თუ რა ქნა "ბარსელონამ". "

კასილასი კმაყოფილია წლევანდელი სეზონით და მანუელ პელეგრინის მუშაობით. "თუ ჩვენ დავაგროვებთ 98 ქულას და მაინც ვერ გავხდებით ჩემპიონები , ამაში სამარცხვინო არაფერია, უბრალოდ მეორე კლუბი ამას უფრო იმსახურებდეს იქნება. ამდენი ქულისთვის თავის მოყრა, 100 გოლზე მეტის გატანა და ნაკლები გოლის გაშვება, კარგად ჩატარებულ სეზონზე მეტყველებს." – დაამატა კასილასმა.

მადრიდის "სანტიაგო ბერნაბეუ" 22 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმასპინძლებს, "ბლანკოსების" კაპიტანი იმედგაცრუებული იმ ფაქტით, რომ ისინი ნაადრევად გამოეთიშნენ კოპა დელ რეისა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას.

:ძნელია, როცა წარმოიდგენ, რომ შენ არ თამაშობ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ჩვენ ამ ჩემპიონატს ნაადრევად გამოვეთიშეთ, ისევე, როგორც კოპა დელ რეის, რაც შეეხება ლა ლიგას, აქ შესანიშნავ სეზონს ვატარებთ, სხვა თუ არაფერი მსოფლიოს საუკეთესო კლუბს ვუწევდით მთელი სეზონი კონკურენციას და მათთან მხოლოდ ერთქულიანი ჩამორჩენა გვაქვს. მე ჩავარდნები მქონდა, მაგრამ საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ ჩემი თამაშით. "

"მალაგა", როგორც ზემოთ აღვნიშნეთ გადარჩენისთვის იბრძვის, ის ერთ–ერთი იმ ოთხუელიდან, რომლებსაც თანაბარი 36 ქულა აქვთ. "ბარსელონას" დღევანდელი მეტოქე "ვალიადოლიდიც" ამ ოთხეულის წევრია.

"არ აქვს მნიშვნელობა, ვინაა "ვალიადოლიდის" მწვრთნელი, მათ იციან, რომ "ბარსელონას" დამარცხება ჭირდებათ ესპანეთის პრიმერა დივიზიონშ დასარჩენად. ანალოგიურ მდგომარეობაშია "მალაგა", ასე რომ დაძაბული თამაშები გველის."–დაამატა კასილასმა.

საინტერესო ვითარებაა "თეთრების" მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით, უკვე მომრავლდა ხმები იმის შესახებ, რომ პელეგრინი მომდევნო წელს აღარ იქნება "ბლანკოსების" მთავარი მწვრთნელი. თავად ჩილელ სპეციალისტს რაც შეეხება, მან საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა კლუბიდან მის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით.

"ჩემს "მადრიდის რეალში" მუშაობას მთელი სეზონის გნამავლობაში განიხილავდნენ, ამ მხრივ განსაკუთრებით ბოლო კვირაა, რაც გააქტიურდნენ. გარკვეული გაურკვევლობა ჩამოწვა, როსო გაფანტვაც კლუბმა ვერ მოახერხა, მიუხედავად ამისა, მე ბევრი მხარდამჭერი მყავს. მე აქტივში შვიდი ტიტული მაქვს–ყველგან , სადაც ვიმუშავე ჩემპიონი ვიყავი. (!) არ ვიცი უშეცდომო მწვრთნელები არსებობე თუ არა , მაგრამ ფაქტია, რომ შედეგების მხრივ მე კარგი შეფასებები მაქვს. ჩემი კლუბში მუშაობის შედეგად ხალხმა დაინახა, რომ ესაა კლუბი, რომელიც შემტევ ფეხბურთს თამაშობს და რომელიც მხოლოდ გამარჯვებებისკენ ისწრაფვის."

"კიდევ ერტხელ ვიმეორებ, შეცდომებს ყველა უშვებს. თუ ეს პროექტი მომდევნო სეზონში არ გაგრძელდება, მაშინ ის, ვინც ჩემს ადგილას მოვა, იძლებული იქნება კლუბს 100–ზე მეტი ქულა დააგროვებინოს და ამავდროულად 100–ზე მეტი გოლი გაატანინოს, ეს კი დამეთანხმეთ ძალიან ძნელია."

"ბარსელონა" ჩემპიონი გახდება თუ 99 ქულას დააგროვებს, ვნახოთ რა მოხდება. ფეხბურთში ყველაფერი ხდება. აქ გარანტირებული არაფერი არ არსებობს."

ჩილელმა სპეციალისტმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ მისი კლუბი ახალი პროექტის ნაწილია და მიუხედავად ამისა, ისინი ბოლომდე იბრძვიან, მათ შეძლეს რამდენიმე რეკორდის დამყარება და რომ მათ ასევე მოახერხეს 100 გოლზე მეტის გატანა.

"არამგონია კლუბის შეფასება შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუ "ვალიადოლიდმა" ფრედ ითამაშა. მე ვიცი ჩემი კლუბის, როგორც ძლიერი, ასევე სუსტი მხარეები. "ბარსელონა" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, ამიტომ ჩვენი დამსახურებაა ის ფაქტი, რომ ბოლომდე ვუწევთ კონკურენციას ტიტულისთვის ბრძოლაშ. ამჟამად ჩვენს შორის მინიმალური სხვაობაა, განსხვავებით წინა წლისგან, როცა ბლაუგრანამ ჩემპიონობა რამდნეიმე ტურით ადრე გაინაღდა."

პელეგრინმაც აღიარა, რომ მისი შეგირდდები მხოლოდ "მალაგაზე" იქნებიან კონცენტრირებულნი და რომ მხოლოდ თამაშის დამთავრების შემდეგ გაარკვევებ თუ რა ხდება ბარსელონაში.

სავარაუდო შემადგენლობების შესახებ თქვენთვის ცნობილია, ამიტომ ამას არ შევეხები და ბოლოსკენ გარკვეულ სტატისტიკასაც შემოგთავაზებთ.


ესპანეთის 2009/2010 წწ.–ების ჩემპიონატის სტატისტიკა:

ესოანეთის ჩემპიონატში ნათამაშევია 38 ტური (სრულად არა, 38–ე ტურის 5 შეხვედრა გაიმართა გუშინ) და 375 შეხვედრა (98,68 %), სათამაშოდ დარჩა 5 შეხვედრა (1,32%), ჩატარებული შეხვედრებიდან მასპინძლებმა მოიგეს 51%, ფრედ დასრულდა 25%, ხოლო სტუმრებმა მოიგეს 24%. სულ გასულია 1120 გოლი, საშუალოდ ერთ თამაშში გადის 2,99 გოლი.

კლუბების სტატისტიკა ლა ლიგის 2009/2010 წწ.–ების სეზონის მიხედვით.

ბოლო ხუთი შეხვედრა

"მადრიდის რეალი"

მოიგო ხუთივე შეხვედრა , დააგორვა 15 ქულა 15 შესაძლებელიდან.

"მალაგა"

ფრედ ითამაშა 4 შეხვედრა, ერთი წააგო, დააგროვა 4 ქულა მაქსიმალური 15–დან.

შინ და გასვლაზე ჩატარებული შეხვედრები.

"მადრიდის რეალი"

შინ ითამაშა 19 შეხვედრა, საიდანაც 18–ში იმარჯვა და ერთ შეხვედრაში დამარცხდა–საერთო ჯამში 54 ქულა (1–ლი შედეგი ლა ლიგაში).

გასვლაზე ითამაშა 18 შეხვედრა, საიდანაც 13–ჯერ მოიგო, 2–ჯერ ფრედ დაასრულა თამაში და 3–ჯერ დამარცხდა–41 ქულა (2–ე შედეგი ლა ლიგაში.)

საშუალოდ შეხვედრაში 2,56 ქულას აგროვებს.

"მალაგა"

შინ ითამაშა 18 შეხვედრა, 5–ჯერ მოიგო, 7–ჯერ ფრედ დაასრულა და 6–ჯერ დამარცხდა–22 ქულა (მე–17 შედეგი ლა ლიგაში)

გასვლაზე ითამაშა 19 შეხვედრა, საიდანაც 2–ჯერ მოიგო, 8–ჯერ ფრედ დაასრულა თამაში და 9–ჯერ დამარცხდა–14 ქულა (11–ე შედეგი ლა ლიგაში.)

საშუალოდ შეხვედრაში 0,97 ქულას აგროვებს.

გატანილი და გაშვებული გოლები

"მადრიდის რეალი"

შინ გატანილი –60, გაშვებული 18 (სხვაობა +42);

გასვლაზე გატანილი 41, გაშვებული 16 (სხვაობა +25)

სულ გატანილია 101, გაშვებულია 34 (სხვაობა +67)

"მადრიდის რეალს" პირველი გოლი გააქვს 28–ე წუთზე.

"მადრიდის რეალი" პირველ გოლს უშვებს 39–ე წუთზე.

"მალაგა"

შინ გატანილი –20, გაშვებული 20 (სხვაობა 0);

გასვლაზე გატანილი 21, გაშვებული 27 (სხვაობა -6)

სულ გატანილია 41, გაშვებულია 47 (სხვაობა -6)

"მალაგა" პირველი გოლი გააქვს 47–ე წუთზე.

"მალაგა" პირველ გოლს უშვებს 46–ე წუთზე.

ყველაზე დიდი მარცხი და გამარჯვებები

"მადრიდის რეალი"

ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება– "სარაგოსა" (6:0)

ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი–"ბარსელონა" (0:2)

"მალაგა"

ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება– "ატლეტიკო" (3:0)

ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი–"ბარსელონა" (0:2)

ფეხბურთელთა საშუალო ასაკი

"მადრიდის რეალი"

25,77 წელი.

ყველაზე მოხუცი: ერჟი დუდეკი (36 წლის)

ყველაზე ახალგაზრდა: მარსელო (21 წლის)

"მალაგა"

25,83 წელი.

ყველაზე მოხუცი: არნაუ (35 წლის)

ყველაზე ახალგაზრდა: ხუანმი (16 წლის)

"მადრიდის რეალისა" და "მალაგას" ურთიერთდაპირისპირება ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით

1999 წლის 25 სექტემბრიდან მოყოლებული სულ 17 შეხვედრა ითამაშეს.

"მადრიდის რეალი" –13 მოგება , 4 ფრე

"რეალმა" გაიტანა 38 და გაუშვა 18 გოლი (სხვაობა +20)

"მალაგა" – 17 მატჩიდან ვერცერთხელ ვერ მოიგო.

2009-2010 წწ.–ების სეზონი პირველი წრის შეხვედრა

2009 წლის 24 იანვარი, 19–ე ტური

სტადიონი: "სანტიაგო ბერნაბეუ" (40 000 მაყურებელი)

"მადრიდის რეალი" – "მალაგა" 2:0

გოლები: კრიშტიანუ რონალდუ (35') 1:0, კრიშტიანუ რონალდუ (39 ') 2:0

წითელი ბარათი: კრიშტიანუ რონალდუ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)