სანჩო არჩევანს „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის გააკეთებს
მიუხედავად იმისა, რომ ჟეიდონ სანჩოს დამატებით არაერთი გრანდი ინტერესდება, გამოკვეთილი მაინც 2 ფავორიტია.
კატალონიის „ბარსელონა“ და მადრიდის „რეალი“. სწორედ ეს 2 გუნდი იბრძოლებს საბოლოო ჯამში ახალგაზრდა წინახაზელისთვის, რომელსაც დიდი პერსპექტივა აქვს და საოცარ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
„ბარსაში“ სანჩოს ნეიმარის ალტერნატივას უწოდებენ, „რეალში“ კი თვლიან, რომ ახალგაზრდა მოთამაშე მადრიდულ სულისკვეთებას სრულად გაიზიარებს და გუნდის შეტევით პოტენციალს გააორმაგებს.
გარდა ესპანური გრანდებისა, ჟეიდონზე პრეტენზიას „პსჟ“, „ჩელსი“, „ლივერპული“, „მანჩესტერი“ და „სიტი“ აცხადებენ.
სანჩოს ფასი ამ ეტაპზე დაახლოებით 120 მილიონი ევროა.
- 2 მაი 2020
- 868
- 9