„რეალი“ არცერთ ტრანსფერს არ განახორციელებს, სანამ 5 ფეხბურთელს არ გაყიდის!
ესპანური გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ ფლორენტინო პერესმა შესაბამისი დავალებები გასცა. „რეალში“ წმენდა უნდა ჩატარდეს და სწორედ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ახალი ფეხბურთელების მოყვანა...
პერესი თვლის, რომ კრიზისულ პერიოდში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება თანხების მოზიდვა, ვინაიდან სხვა შემთხვევაში, კლუბს თანხების გაცემა გაუჭირდება.
„რეალი“ არცერთ ფეხბურთელს არ დაიმატებს იქამდე, სანამ კოლექტივს მინიმუმ 5 მოთამაშე არ დაემშვიდობება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარეთ ბეილთან, ალვარო ოდრიოზოლასთან, მარიანო დიასთან, ხამეს როდრიგესთან და კიდევ რამდენიმე მოთამაშესთან დაკავშირებით ინტენსიური მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს და სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე „ბლანკოსში“ წმენდა დაიწყება.
Defensacentral იუწყება, რომ გუნდი აქტიურად განიხილავს იჯარით გაშვებული ფეხბურთელების საკითხსაც.
გაყიდული ფეხბურთელების დაახლოებით 40% სწორედ ამ მოთამაშეებზე მოვა, მათ შორის იქნებიან ბორხა მაიორალი, დანი სებალიოსი, ოდრიოზოლა და სხვები.
- 2 მაი 2020
- 887
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.