მოურინიო:„„რეალში“ კარიერის ყველაზე მძიმე მომენტი დამიდგა“
ჟოზე მოურინიომ მადრიდული კარიერა გაიხსენა...
„ყოველთვის ახლოს ვიყავი ჩემპიონთა ლიგასთან, მაგრამ ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოვახერხე თასის აღმართვა. ეს „რეალთან“ ერთად ჩემი ოცნება იყო.“
„2011/12 წლებში საოცარი გუნდი მყავდა. ნამდვილი მონსტრი, რომელიც ნებისმიერ მეტოქეს ანადგურებდა.“
„ლა ლიგაში საოცარ შედეგებს ვაფიქსირებდით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეტოქე „ბარსელონა“ საოცარ ფორმაში იყო, ჩვენ დიდებულად გამოვდიოდით და ამაში ვერავინ შემეწინააღმდეგება.“
„ვიტირე, ბევრი ვიტირე, როდესაც „ბაიერნთან“ 1/2 ფინალში გამარჯვება ვერ მოვახერხეთ და ფინალში ვერ გავედით.“
„მე და აიტორი (კარანკა) ჩემ სახლთან ვიდექით და ცრემლები მომდიოდა, ეს იყო ყველაზე მძიმე მომენტი ჩემ კარიერაში.“
„როდესაც ლა ლიგა მოვიგეთ, არანორმალური მაჩვენებლები გვქონდა. 121 გოლის გატანა მოვახერხეთ. თითო მატჩში მინიმუმ 3 გოლი გაგვქონდა, ჩვენი მეტოქეები ვერაფერს გვიპირისპირებდნენ.“
- 2 მაი 2020
- 1 782
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.