მარსელო:„„რეალიდან“ წასვლა არ მინდა და იმედი მაქვს, არ გამიშვებენ“
მარსელო ვიეირამ ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა...
„მადრიდში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. „რეალის“ დატოვება არ მსურს და არ ვფიქრობ, რომ გამიშვებენ. ჩემი ოჯახი ბედნიერია და კიდევ ბევრი ტიტულის მოგებას ვგეგმავ.“
„„იუვენტუსთან“ დაკავშირებით ბევრი ჭორი ვრცელდებოდა. როგორც კი კრიშტიანო ტურინელი გახდა, მაშინვე გაჩნდა ინტერნეტში ჩემი სურათები, სადაც „ბებერი ქალბატონის“ მაისურში გამოწყობილი ვიყავი. რა თქმა უნდა, მე არანაირი მოლაპარაკება არ მქონია იტალიურ მხარესთან.“
„სერხიო რამოსი დიდებული ფიგურაა. როდესაც ესპანელი გავიცანი, ორივე ძალიან პატარები ვიყავით, თუმცა მასში ლიდერის თვისებები სჩანდა და ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ადრე თუ გვიან რამოსი კლუბის კაპიტანი გახდებოდა.“
„როდესაც ზიდანი გუნდს სათავეში ჩაუდგა, ძალიან მძიმე ვითარებაში ვიყავით. ყველა ტურნირზე არადამაჯერებელ და უსახურ ფეხბურთს ვთამაშობდით. ფრანგი მოვიდა და დანერგა უდიდესი შრომისმოყვარეობა, თავმდაბლოკა და ურთიერთგაგება. ზიდანის მწვრთნელად მოსვლა უდიდესი ავტორიტეტიც მოჰყვა, მას ყველა დიდ პატივს სცემდა.“
„ფეხბურთზე თავის დანებებას ჯერ არ ვაპირებ. როგორც გითხარით, „რეალთან“ ერთად კიდევ ბევრი ტიტულის მოგება მსურს.“
„საკუთარ თავს მწვრთნელად ვერ ვხედავ. არ ვთვლი, რომ მაქვს ის თვისებები, რომელიც გუნდის დამრიგებელს სჭირდება. მსურს, რომ ბრაზილიაში ბევრი ტალანტი აღმოვაჩინო. როდესაც 15 წლის ვიყავი, არაერთი თანაგუნდელი მყავდა, რომელიც მსოფლიო ასპარეზზე არ გამოჩენილა, თუმცა უდიდეს ნიჭს ფლობდა. რისი ბრალია ეს? მხოლოდ იმის, რომ საფეხბურთო აგენტებს მხოლოდ ფულის გამომუშავება სურდათ და არ ფიქრობდნენ ახალგაზრდების პროგრესზე.“
„აზარი ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია, ის სწრაფად გადაადგილდება, შესანიშნავად იცის ბურთის ფლობა, კარში დარტყმა და მეტოქის მოტყუება. სამწუხაროდ, ბელგიელს ბევრი ტრავმა ჰქონდა, თუმცა მალე დაგვიბრუნდება და ეჭვი არ მეპარება, „მერენგების“ რიგებში ახალ ისტორიას შექმნის.“
„როდრიგო გოეში და ვინისიუსი ბავშვებინ არიან. დიახ, მეც სწორედ მათ ასაკში მოვედი „რეალში“ და მეგონა ბევრი რამ ვიცოდი, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ არაფერი არ ვიცოდი და გამოცდილება წლებმა მოიტანა.“
„სამეფო კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი თასის მოგება მსურს, ასევე ოცნებად მაქვს ქცეული ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგება.“
- 1 მაი 2020
- 2 653
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.