„არსენალი“ „რეალს“ მილიტაოს ტრანსფერზე მიმართავს
ედერ მილიტაოს „რეალში“ ტრანსფერი არც ისე ეფექტური გამოდგა, როგორც თავიდან სჩანდა...
მეტიც, საქმე კლუბის დატოვებას ეხება. ბრაზილიელ ფეხბურთელზე რამდენიმე ინგლისური გუნდი აცხადებს პრეტენზიას.
მანჩესტერ „იუნიატედს“ ედერის დამატება ჯერ კიდევ იქამდე სურდა, სანამ მილიტაო „რეალში“ წავიდოდა. მილიტაოს ტრანსფერის მთავარი ინიციატორი ჟოზე მოურინიო გახლდათ, თუმცა პორტუგალიელმა სპეციალისტმა საბოლოო ჯამში მანჩესტერი დატოვა და ტრანსფერიც ჩაიშალა.
ედერზე პრეტენზიას იურგენ კლოპიც აცხადებდა, თუმცა სატრანსფერო სპეკულაციები მაშინვე დასრულდა, როგორც კი ფლორენტინო პერესმა ბრაზილიელი წარადგინა.
ახლა ვითარება შეცვლილია და ასპარეზზე ლონდონის „არსენალია“ გამოსული. „მეთოფეები“ უკანა ხაზის გაძლიერებას გეგმავენ და თვლიან, რომ სამეფო კლუბთან შეთანხმების შემთხვევაში, მათი რესურსი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა თანხის გადახდას აპირებს „არსენალი“, თუმცა შეთანხმების შემთხვევაში, ლონდონელები მილიტაოს 5 წლიან კონტრაქტს შესთავაზებენ.
- 30 აპრილი 2020
- 1 052
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.