„რეალი“ მანეს 4 მილიონით მეტს შესთავაზებს
გარდა იმისა, რომ სადიო მანესთვის „რეალში“ ტრანსფერი დიდი კარიერული ნაბიჯი იქნება, სენეგალელი ფეხბურთელი კონტრაქტსაც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს...
ბრიტანულ და ეპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, ფლორენტინო პერესი სადიოს წლიურად 10 მილიონ ევროს შესთავაზებს, რაც 4 მილიონით აღემატება მის „მერსისაიდულ“ ხელფასს.
„ლივერპულში“ მანეს შემოსავალო წლიურად 6 მილიონია. „ბლანკოსში“ კი აქვს შანსი, რომ მომდევნო 6 წლის განმავლობაში 60 მილიონ ევროს მოუყაროს თავი.
გამომდინარე კილიან მბაპესთან არსებული სირთულეებიდან, „ბლანკოსი“ მანეს საკითხს უფრო პრიორიტეტულს ხდის და ყველაფერს გააკეთებს შეთანხმების მისაღწევად.
- 30 აპრილი 2020
- 1 876
- 11
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.