უპამეკანოს უარის შემდეგ „რეალი“ კლოსტერმანს მიუბრუნდა
არაერთი ავტორიტეტული გერმანული და ესპანური გამოცემა იტყობინება, რომ ზინედინ ზიდანი დაიოტ უპამეკანოს ვეღარ დაიმატებს...
„ბლანკოსი“ ცენტრალური მცველის ძიებაშია, აქედან გამომდინარე ალტერნატივაზე ფიქრობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ფლორენტინო პერესი კვლავ კლოსტერმანს მიუბრუნდა.
23 წლის კლოსტერმანს ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს. პირველ რიგში ის ძალიან მაღალია და მეორე სართულზე კარგად იბრძვის. გასათვალისწინებელია მისი ასაკიც. 23 წლის მიუხედავად ლუკასს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, გამოირჩება უნივერსალურობით და არამხოლოდ დაცვის ცენტრში, არამედ ფლანგზე თამაშიც შეუძლია.
კლოსტერმანმა 2019/20 წლების სეზონში საერთო წუთების 88% მოედანზე გაატარა ხოლო 92% შემთხვევაში დაპირისპირება სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. მიმდინარე სეზონში ლუკასის ანგარიშზე 23 თამაში, 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა ირიცხება.
- 30 აპრილი 2020
- 1 260
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.