ნესტა:„არ ვნანობ, რომ „რეალში“ არ გადავედი“
ალესანდრო ნესტამ წლების წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენა.
„ფერნანდო იერო ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ „რეალში“ უნდა გადავსულიყავი, თუმცა მაშინვე მივუგე, რომ იტალიიდან წასვლას არ ვაპირებდი, „ლაციოში“ კი უბედნიერესი ვიყავი.“
„სამწუხაროდ, რომაულ კლუბს საშინელი ფინანსური კრიზისი დაეწყო და „მილანში“ გამყიდა. „როსონერიში“ საოცარი წლები გავატარე და არ ვნანობ, „რეალში“ არწასვლას, ვინაიდან მადრიდელებს მაშინ კარგი ეპოქა ნამდვილად არ ჰქონიათ.“
- 29 აპრილი 2020
- 1 058
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.