ინციდენტი მალაგაში
მადრიდელების მალაგაში ჩასვლამ ინციდენტების გარეშე არ ჩაიარა.
როდესაც სამეფო კლუბის ავტობუსი სასტუმროს მიუახლოვდა და ფეხბურთელები ტრანსპორტიდან ჩამოვიდნენ, გულშემატკივრებმა ჟრიამული ატეხეს. ყველა თავის რჩეულს უძახდა. ფანები მისულები იყვნენ პლაკატებით, რითაც ისინი მადრიდის "რეალის" ფეხბურთელების გამხნევებას ცდილობდნენ.
თუმცა, სამწუხაროდ, მოხდა უსიამოვნო ფაქტი. ავტობუსიდან ჩამოსულ კრიშტიანო რონალდოს ვიღაცამ წყლით სავსე ბოთლი ესროლა. დამნაშავეს ვინაობა ცნობილი არ არის, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს ფაქტი დაკავშირებული იყო პირველ წრეში მომხდარ ინციდენტთან (ბერნაბეუზე მადრიდის "რეალისა" და "მალაგას" დაპირისპირების დროს, რონალდომ მტილაგას ცხვირი გაუტეხა).
ინფორმაციის წყარო: Marca.com
- 16 მაი 2010
- 2 966
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.