რამოსი:„ერთი სული მაქვს ფეხბურთს როდის ვითამაშებ“
სერხიო რამოსმა „რეალის“ ტელევიზიასთან ინტერვიუ ჩაწერა.
„ყველა ადამიანის აზრი გასათვალისწინებელი და პატივსაცემია, მაგრამ ამ ეტაპზე ეგოისტურობა არ უნდა გამოვიჩინოთ, გვერდზე გადავდოთ ჩვენი პოზიციები და მოვუსმინოთ ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრსა და სამინისტროს წარმომადგენლებს. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელიც ქვეყანაში არსებობს. არავის სიამოვნებს ცხოვრების ასეთი რეჟიმით არსებობა, მაგრამ ღრმად მწამს, რომ ეს ყველაფერი დროებითია და მალე დავუბრუნდებით ვარჯიშსა და ფეხბურთს.“
„გვსურს, ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის განახლება, ეს ხომ უმნიშვნელოვანესი ტურნირებია, რომლის მოგებასაც ვაპირებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ბურთს დროულად შევეხოთ, თუმცა ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც არიდებული იქნება ყოველგვარი საფრთხე.“
„ერთი სული მაქვს, როდის ჩავიცვამ მაისურს და სტადიონზე სათამაშოდ გავალ. ვოცნებობ ფეხბურთის თამაშზე, თუმცა ვითვალისწინებ არსებულ მდგომარეობას და ვცდილობ, მოთმინება მოვიკრიბო. ჩვენ საბოლოოდ უნდა დავამარცხოთ კოვიდ 19.“
„სპორტი ხალხს ენერგიას აძლევს, ართობს და აერთიანებს. ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც ფეხბურთით ცხოვრობს და ამ ეტაპზე სხვა ყველაფერთან ერთად სპორტის გარეშე ყოფნაც უჭირს.“
„ყველაფერი მთავრობაზეა დამოკიდებული. მას შემდეგ დავუბრუნდებით ჩვენს საქმეს, რაც შესაბამისი ნებართვა იქნება გაცემული და მოღვაწეობის საშუალება გვექნება.“
„თუ ფეხბურთი დახურულ კარსმიღმა ჩატარდება, ეს საპრევენციო ღონისძიება იქნება, თუმცა გულშემატკივრებს მაინც დიდ სიხარულს მივანიჭებთ, ვინაიდან მატჩების ნახვა, თუნდაც ტელევიზორიდან ძალიან სასიამოვნო იქნება.“
„ახლა დასვენებული და ბევრად ძლიერი ვარ. დიახ, სატრენაჟორო დარბაზში ბევრჯერ ვირჯები, თუმცა იმხელა დატვირთვას მაინც ვერ ვიღებ, რამხელასაც სეზონის შუაგულში ვიღებდი.ახლა მოედანზე არ გავდივარ და ყველა ვარჯიშს ვერ ვასრულებ. ვინ იცის, იქნებ საუკეთესო ფორმაშიც დავბრუნდეთ? ჩვენ მკაცრად ვიცავთ კვების რაციონს და გვაქვს ძილის ნორმა.“
„Unicef-თან თანამშრომლობას ვაგრძელებ, ვერთვები საქველმოქმედო აქციებში და მზად ვარ ხალხს დავეხმარო. აქ დასაქმებული ადამიანები ნამდვილი მეომრები არიან, რომლებიც ყოვედლღიურ რეჟიმში ძალიან ბევრ საქმეს აკეთებენ.“
„მაიკლ რობინსონის სახით მსოფლიო ფეხბურთელმა დიდი ფიგურა დაკარგა. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მწუხარება გამოვთქვა მისი გარდაცვალების გამო და სამძიმარი გამოვუცხადო მაიკლის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს.“
- 29 აპრილი 2020
- 847
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.