გადაწყვეტილება მიღებულია - ფეხბურთელები ვარჯიშს განაახლებენ!
ესპანეთში ძალიან სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა.
ქვეყნის მმართველმა ძალამ დაადასტურა, რომ შეზღუდვები ჯერ-ჯერობით გრძელდება, თუმცა 4 მაისიდან სპორტსმენებს ვარჯიშის ინდივიდუალურად ჩატარების უფლება მიეცემათ.
გეგმის მიხედვით, „რეალი“ 4 მაისს შეიკრიბება და ინდივიდუალურ მზადებას დაიწყებს, 18 მაისიდან კი გუნდურ ვარჯიშებსაც გამართავს. ეს არის სცენარი, რომელიც იტალიის ჩემპიონატში გუშინწინ დადასტურდა.
ასევე ბევრი ავტორიტეტული გამოცემა იუწყება, რომ ივნისის დასაწყისში ლა ლიგა განახლდება და მატჩები 3 დღეში ერთხელ ჩატარდება. ესპანეთის შიდა პირველობაზე დარჩენილი 11 ტური აუცილებლად ჩატარდება.
- 28 აპრილი 2020
- 3 945
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.