მადრიდის „რეალის“ ოფიციალური განცხადება!
მადრიდის „რეალის“ ვებ-გვერდმა რამდენიმე წუთის წინ ოფიციალური განცხადება გააკეთა.
სამეფო კლუბის პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს „ლივერპულისა“ და „ოსასუნას“ ლეგენდის, მაიკლ რობინსონის გარდაცვალების გამო.
რობინსომა დიდებული კარიერა შექმნა და ევროპის თასის გამარჯვებულიც გახლავთ, მან „ლივერპულში“ საოცარი კარიერის შემდეგ კარიერას „ოსასუნაში“ განაგრძო და ესპანურ ფეხბურთში წარუშლელი კვალი დატოვა.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ რობინსონი სპორტული ჟურნალისტიკით დაკავდა.
ეს არის დიდი დარტყმა სრულიად საფეხბურთო სამყაროსთვის.
- 28 აპრილი 2020
- 2 478
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.