As - სებალიოსი 1 წლით შესაძლოა კვლავ „არსენალში“ დარჩეს
As-ის ინფორმაციით, დანი სებალიოსი კიდევ ერთი წლით შესაძლოა „არსენალის“ რიგებში დარჩეს...
ესპანელი ფეხბურთელის კარიერა პრემიერლიგაში შესანიშნავად დაიწყო, თუმცა ამ ყველაფერს თან ტრავმა დაერთო და პრობლემები შეიქმნა.
„მეთოფეთა“ მწვრთნელი მიკელ არტეტა კორონავირუსის პანდემიამდე სებალიოსს დიდად აღარ ენდობოდა, მაგრამ მუდმივად აცხადებდა, რომ მასში დიდ პერსპექტივას ხედავს.
თავის მხრივ, არსებული კრიზისის გამო ფლორენტინო პერესი სებას სოლიდურ თანხად ვერ გაყიდის, აქედან გამომდინარე, „არსენალი“ მოქმედებაზე გადასვლას იწყებს. არტეტას სებალიოსის კიდევ 1 წლით დატოვება სურს და არ არის გამორიცხული, „ბლანკოსი“ ამ შეთავაზებაზე წავიდეს და თანხმობა განაცხადოს.
- 28 აპრილი 2020
- 707
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.