„რეალმა“ შესაძლოა 400 მილიონი დაკარგოს!
ესპანური გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალის“ სპონსორებს სერიოზული პრობლემები აქვთ...
კლუბს სპონსორებისგან საკმაოდ მაღალი შემოსავლები აქვს, მაგრამ კორონავირუსი პანდემიიდან გამომდინარე, არაერთმა მსხილმა კომპანიამ უდიდესი ზარალი განიცადა.
პროგნოზები ჯერ არ არსებობს, ვინაიდან თავად სიტუაციაა არაპროგნოზირებადი, თუმცა საშუალო მაჩვენებლების მიხედვით, სამეფო კლუბმა შესაძლოა 400 მილიონი ევრო დაკარგოს.
არსებობს ხელშეკრულებლები, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც პარტნიორებს გარკვეული ჯარიმების გადახდა მოუწევთ, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მსგავსი გადაწყვეტილების მიღება „ბლანკოსს“ არ აწყობს.
ამ ყველაფერს ემატება ბერნაბეუს რეკონსტრუქციის პროექტი, რომლის ფინანსური რესურსიც უკვე მოძიებულია და განახლებას საფრთხეს ვერაფერი შეუქმნის, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ფლორენტინო პერესს დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიებაც მოუწევს, რათა კლუბის საქმიანობა უპრობლემოდ გაგრძელდეს.
- 28 აპრილი 2020
- 2 230
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.