სიახლე ფეხბურთში - სამის ნაცვლად მწვრთნელს ხუთი ფეხბურთელის შეცვლა შეეძლება?
„ფიფას“ გუნდებთან ძალიან საინტერესო შეთავაზება აქვს.
კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, დღევანდელი ფეხბურთი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა ბევრი ჩემპიონატის განახლება იგეგმება.
ახალი ინიციატივით, პოსტ პანდემიურ სეზონში, ანუ მიმდინარე სეზონის დასრულებამდე შესაძლოა გუნდების მწვრთნელებს თითო მატჩში 3-ის ნაცვლად 5 ცვლილების განხორციელება შეეძლოთ.
ამ ნაბიჯით გუნდებს ექნებათ იმის საშუალება, რომ ამხელა პაუზის შემდეგ 3 დღეში ერთხელ თამაშის დატვირთვას სათანადოდ გაუძლონ და ძალები დააბალანსონ.
იდეა ოფიციალურად ჯერ არ დამტკიცებულა, თუმცა განხილვის ეტაპზეა და კონსესუსის შემთხვევაში ცვლილება განხორციელდება.
- 27 აპრილი 2020
- 3 690
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.