ლა ლიგამ შესაძლოა Serie A-ს მიბაძოს!
ესპანეთში შესაძლოა ყველაფერი ისე განვითარდეს, როგორც იტალიაში...
Serie A-ს გუნდები 4 მაისიდან ინდივიდუალურად ვარჯიშს განაახლებენ, ხოლო 18 მაისიდან ჯგუფურ ვარჯიშებს გამართავენ.
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, ლა ლიგამ შესაძლოა იტალიის ჩემპიონატის სცენარი გაიმეოროს, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდები ძალიან მალე დაუბრუნდებიან სავარჯიშო რეჟიმს.
მოვლენების ნორმალურად განვითარების შემთხვევაში ესპანეთის ჩემპიონატი განახლებულ სტარტს ივნისის პირველ ნახევარში აუცილებლად აიღებს.
- 27 აპრილი 2020
- 1 152
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.