კაპელო:„კორონავირუსი „რეალს“ ვერაფერს დააკლებს, „ბარსას“ კი პრობლემებს შეუქმნის“

ფაბიო კაპელოს აზრით, ლა ლიგაში ყველაზე ნაკლებ ზარალს მადრიდის „რეალი“ მიიღებს.

„მადრიდის „რეალი“ არის კლუბი, რომელსაც ძალიან დიდი რესურსი აქვს. არ არის გამორიცხული, ფლორენტინო პერესმა ყველაზე დიდი ეკონომიკური ზიანი მიიღოს, მაგრამ ეს კლუბს არ შეეტყობა, რასაც ვერ ვიტყვი „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოზე“. არ გამოვრიცხავ, ამ ვირუსმა კატალონიურ და მადრიდულ კლუბს პრობლემები შეუქმნას, რომლის გამოსწორებასაც დიდი დრო დასჭირდება.“

„ლაუტარო მარტინესის „ბარსაში“ ან „ბლანკოსში“ გადასვლა? ვფიქრობ, ახალგაზრდა წინახაზელს ესპანეთში ტრანსფერის შემთხვევაში სათადარიგოთა სკამზე მოუწევს ჯდომა და შესაძლებლობების ასეთ ფორმაში გამოვლენა. მე რომ მარტინესი ვიყო „ინტერში“ დავრჩებოდი და კიდევ უფრო მაღალი დონის ფორვარდად ჩამოვყალიბდებოდი.“

„ასევე ვთვლი, რომ ფეხბურთელების აბსურდული ფასები მნიშვნელოვნად შემცირდება და ფეხბურთი არსებულ დინამიკას დაუბრუნდება. კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდი იმ ტრენდს, რომელიც ბოლო წლებში ჩამოყალიბდა და სპორტის ეს სახეობა ეკონომიკური ვაჭრობის საგნად გადააქცია.“

  • Bernabeu
  • 27 აპრილი 2020
  • 1 556
  • 1

1

27 აპრილი 2020 17:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 302
ნუ ატლეტიკო კიდე ხო, მაგრამ ბარსაში დიდი ფული ტრიალებს და არამგონია დააზარალოს.

ლაუტაროს რაც შეეხება, ვერ დავეთAნხმები კაპელოს. როცა შანსი გაქვს უნდა გამოიყენო და გადახვიდე? ბარსაში სუარესს შეცვლის, რეალში ბენზემას. სკამზე რატომ უნდა იჯდეს?

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)