Adidas მზად არის, „რეალს“ მბაპეს ტრანსფერისთვის 200 მილიონი გამოუყოს!
Adidas მზადყოფნას გამოთქვამს, მადრიდის „რეალს“ გრძელვადიანი სესხის სახით 200 მილიონი ევრო გამოუყოს.
აღნიშნული კომპანიისთვის მბაპეს „რეალში“ ტრანსფერი ძალიან მომგებიანი იქნება, რასაც ბევრი ფაქტორი განაპირობებს.
კილიანი დღესდღეობით მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ფეხბურთელთა სამეულშია კრიშტიანო რონალდუსთან და ლიონელ მესისთან ერთად.
მბაპე „ნაიკის“ პარტნიორია და სწორედ ამ კომპანიის პიარსა და მარკეტინგულ გათვლებზე გეგმავს, ხოლო „რეალში“ გადასვლის შემთხვევაში, Adidas - თან მოუწევს თანამშრომლობა და სარეკლამო სტრატეგიის შეცვლა.
სწორედ ყველა აღნიშნული ფაქტორიდან გამომდინარე, Adidas ყველას გააკეთებს „რეალის“ დასახმარებლად და მზადაა 200 მილიონი ევროც კი გამოყოს, რაც ფლორენტინო პერესის გეგმას კიდევ უფრო მარტივს გახდის!
- 27 აპრილი 2020
- 10 254
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.