Daily Mirror - ობამეიანგი არჩევანს „ბარსას“, „რეალს“ და „ინტერს“ შორის გააკეთებს!
პიერ ემერიკ ობამეიანგის „არსენალიდან“ წასვლა გადაწყვეტილია.
წინახაზელმა „მეთოფეებს“ ახალ კონტრაქტზე კიდევ ერთხელ უთხრა უარი და იმაზეც შეუთანხმდა, რომ მომდევნო ზაფხულს გუნდს დატოვებს.
ამ ეტაპზე ობამეიანგის მიმართ ინტერესს „რეალი“, „ბარსელონა“ და „ინტერი“ იჩენენ. სწორედ ხსენებულ გუნდებს შორის გააკეთებს არჩევანს 30 წლის ფეხბურთელი, რომელსაც 18 ივნისს 31 წელი შეუსრულდება.
ბრიტანულ გამოცემებზე დაყრდნობით, „მერენგები“ ობას 3 წლიან ხელშეკრულებას სთავაზობენ.
- 27 აპრილი 2020
- 780
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.