ნეიმარის „რეალში“ ტრანსფერი - „პსჟ“-ს ამ წინადადებაზე უარი გაუჭირდება!
მადრიდის „რეალმა“ ნეიმარისთვის მართლაც მაცდური წინადადება მოამზადა.
როგორც სჩანს, ფლორენტინო პერესი კიდევ ერთხელ ეცდება ბრაზილიელი ფეხბურთელის გამადრიდელებას.
ესპანური გამოცემების ცნობით, პერესი აპირებს, რომ პარიზული მხარის ინტერესი სერხიო რეგილონის მიმართ გამოიყენოს და ალ ჰელაიფს გაცვლა შესთავაზოს.
„რეალი“ მზადყოფნას გამოთქვამს, ნეიმარის სანაცვლოდ ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავი დათმოს და ამასთან ერთად 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.
თუ „პსჟ“ მოლაპარაკებებისთვის მზად იქნება, „ბლანკოსი“ პროცედურებს უმალვე გადაწყვეტს.
ნეიმარის ასაკიდან და რეგილონის პერსპექტივიდან გამომდინარე, ბევრი გამოცემა წერს, რომ შეთანხმება შესაძლოა მართლაც შედგეს.
- 27 აპრილი 2020
- 2 447
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.